კატალოგი 2024

ჯადოსნური მთა

ქვეყანა: საქართველო,

მას შემდეგ, რაც მარიამი ტუბერკულიოზისგან გამოჯანმრთელდა, იგი ხშირად ნახულობს კოშმარებს, თუ როგორ არის მთის მაღლობზე, შუა ტყეში მდებარე სასახლეში გამომწყვდეული.

ღიმილიანი საქართველო

ქვეყანა: საქართველო,

ფილმი გვიამბობს 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიაზე, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის სპეციალური სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა დაიგეგმა, 50 წელს გადაცილებულ მოსახლეობას უფასოდ უმზადებდნენ კბილის პროთეზებს. სწორედ ამ კამპანიის სახელს ატარებს ფილმიც.

ფოტოფობია

ქვეყანა: სლოვაკეთი, ჩეხეთი,

თორმეტი წლის ნიკიტა და მისი მეგობარი ვიკა,  ხარკოვის მიწისქვეშა თავშესაფარში იმალებიან და ეძებენ ბედნიერებას, რომელიც მათ ომმა წაართვათ. 

ჰამლეტის სინდრომი

ქვეყანა: ,

ახალგაზრდა უკრაინელი თეატრის რეჟისორი დღევანდელი ჰამლეტის მოსაძებნად გვეპატიჟება. მისი თეატრალური დადგმა გადამწყვეტი ხდება ახალგაზრდა მომხიბვლელი თაობისთვის, რომელიც დაღდასმულია ომით და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებებით.

დიპლომატია ბომბების ნაცვლად

ქვეყანა: ჩეხეთი, ,

შოკი მთელი მსოფლიოსთვის, ათასობით დაღუპული ადამიანი და ნიუ-იორკის ორი ყველაზე მაღალი შენობა მიწასთან გასწორდა. მშვიდობა დიპლომატმა და ერაყის საინსპექციო კომისიის ახლად დანიშნულმა თავმჯდომარემ ჰანს ბლიქსმა უნდა დაამყაროს.

საცობის დღიურები

ქვეყანა: საქართველო

ზაფხულის მზიან დილას, 10-ის ნახევარზე, ქალაქი უკვე საცობშია გახვეული. მანქანები და ავტობუსები მძიმედ მიიწევენ წინ. მეც იქვე ვარ, სკუტერით. უმოძრაო ქალაქში ნელა ვმოძრაობ და ვფიქრობ ადამიანებზე, რომლებიც იძულებულები არიან მოიცადონ.

რევოლუციებს შორის

ქვეყანა: რუმინეთი, ხორვატია, ,

ირანსა და რუმინეთს შორის ათასობით კილომეტრით დაშორებული ორი ქალის მეგობრობის ქრონიკა და საოცრად დამუშავებული არქივი, რომელიც ასახავს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის აუხდენელ ოცნებებს.

სნაიკა: მოლოდინების დღიური

ქვეყანა: ხორვატია, ,

კულტურული განსხვავებების, ყოველდღიური რასიზმისა და საკუთარი ცრურწმენების დაძლევის შესახებ ერთი დაქორწინებული წყვილის მაგალითზე.

ყველანი ერთნი ვართ

ქვეყანა: ჩეხეთი, სლოვაკეთი

შესაძლებელია თუ არა ერთი ფილმით ადამიანის შესწავლა? განსაკუთრებით პოლიტიკური ისტორიის რთულ პიროვნებების, ისეთის როგორიცაა ალექსანდრე დუბჩეკი?

ის რაც უნდა გაკეთდეს

ქვეყანა: ხორვატია

ყოველი გაკოტრებული კომპანიის უკან ასობით განსხვავებული ადამიანური ისტორია იმალება. კორუფციის შედეგების კრიტიკული მიმოხილვა და ასევე ელეგია ქარხნისთვის, რომელიც ბოლო წამამდე წარმოადგენდა თანამშრომლების ცხოვრების მთავარ ნაწილს.

+-90

ქვეყანა: სლოვაკეთი

ყველა ეროვნულ კინოს ჰყავს თაობები, რომლებიც გავლენას ახდენენ შემდგომ თაობებზე. ამბავი სლოვაკი დოკუმენტალისტების ბოლო სამი თაობის ურთიერთობებზე.

66 სეზონი

ქვეყანა: სლოვაკეთი, ჩეხეთი

დოკუმენტური ფილმი ასახავს ადამიანების ცხოვრებას და ისტორიულ მოვლენებს კოშიცეში ერთი საცურაო აუზის პერსპექტივით მისი არსებობის 66 წლის განმავლობაში.

თაფლობისთვე

ქვეყანა: უნგრეთი

ახალგაზრდა ქალები სოციალისტური უნგრეთიდან ეძებენ ბედნიერებას იტალიელ მამაკაცებთან. როგორ ვითარდება მოვლენები?

ჯადოსნური ბაღი

ქვეყანა: უნგრეთი, რუმინეთი, ხორვატია

არცერთ მათგანს არ აქვს საცხოვრებელი, მაგრამ ურთიერთგაგებით ისინი ქმნიან საერთო თავშესაფარს სადღაც უნგრეთის უდაბნოში. პორტრეტი თინეიჯერი გოგონასა და სამოცდაათ წელს გადაცილებულ გულკეთილ მამაკაცს შორის.

ვიწრო გზა ბედნიერებისკენ

ქვეყანა: უნგრეთი,

ორი ბოშა კაცი მიემგზავრება ბუდაპეშტში მიუზიკლის გადასაღებად. მხიარული და მელანქოლიური დოკუმენტური ფილმი, რომელშიც შემოქმედებითობა და თვითგამოხატვის სურვილი პოლიტიკური ჩაგვრას უპირისპირდება. 

არსენი. შესანიშნავი სასუფეველი

ქვეყანა: რუმინეთი,

სხვადასხვა სოციალური ფენის მგზავრებით სავსე ავტობუსი იწყებს მოგზაურობას, სადაც ყველას მოუწევს დაუპირისპირდეს საკუთარ რწმენას და განსხვავებულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

ეწვიეთ ჩვენს ჩვენებებს.

გააცოცხლეთ კულტურა თქვენს ქალაქში

KineDok-ის საშუალებით, ფილმებს შეგიძლიათ უყუროთ კომფორტულად, თქვენი სახლიდან.

იცხოვრე დოკუმენტური ფილმებით. შემოგვიერთდით!

დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!

თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.